ახალი ერა

მას შემდეგ, რაც 1998 წელს ჩემპიონ ჩიკაგო ბულზის შემადგენლობა დაიშალა, დომინირება დასავლეთ კონფერენციის ხელში გადავიდა, კერძოდ კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და სან-ანტონიო სპურსის, რომლებმაც ერთად 13 წლის მანძილზე 9 ფინალის მოგება შეძლეს. რაც შეეხება დასავლეთ კოფერენციას, ამ წლების მანძილზე ან ერთი გუნდი იგებდა, ან მეორე, გამონაკლისი კი 2006 და 2011 წელი იყო, როდესაც კონფერენცია დალას მევერიქსმა მოიგო. 1999 წელს სპურსს ტიმ დანკანი და დევიდ რობინსონი ლიდერობდნენ, როდესაც შეძლეს ჩემპიონობის მოგება, ხოლო ლეიკერსს კი ლიდერად ჩაუდგნენ 2000 წლიდან შაკილ ო’ნილი და კობი ბრაიანტი, რომლებმაც ჩემპიონის 3 ტიტულის მოპოვება შეძლეს გუნდისთვის. სპურსმა 2003 წელს ტიტულის დაბრუნება შეძლო ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. 2005 წელს ლეიკერსი დაბრუნდა სუპერ ფინალში, თუმცა 5 თამაშში დამარცხდა დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ. მომდევნო სეზონისთვის ლიგას დაემატა შარლოტ ბობკეტსი, რომელიც ლიგისთვის 30-ე გუნდი გახდა. ქარიშხალი კატრინას დროს, ნიუ-ორლეან ჰორნეტსი სათამაშოდ ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ სიეტლ სუპერსონიქსი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა და წარდგა როგორც ოკლაჰომა-სიტი თანდერი 2008-2009 წლის სეზონისთვის.

ამის შემდეგ, 2005 წელს, სპურსმა ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი აიღო, ხოლო 2006 წელს, გუნდის ისტორიაში პირველად ამ ტიტულის მოპოვება მაიამი ჰიტმა შეძლო, რომელსაც მექულე გარდი – დუეინ უეიდი და შაკილ ო’ნილი ლიდერობდნენ, ეს უკანასკნელი კი ლეიკერსიდან 2004 წელს იქნა გაშვებული, სერია კი დალას მევერიქსის წინააღმდეგ გამოდგა, სადაც დალასელებმა პირველი ორი თამაშის მოგება შეძლეს, თუმცა სერიაში საბოლოოდ 4-2 დამარცხდნენ. ლეიკერსმა/სპურსმა შემდეგ წლებში დომინირება გააგრძელეს. მეორე მათგანმა 2007 წელს კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გაიმარჯვა, რომელსაც ლიდერად ლებრონ ჯეიმსი ედგა. 2008 წლის ფინალი, ლიგის ისტორიის ყველაზე დიდი დაპირისპირების კიდევ ერთი გადათამაშება გამოდგა, რომელშიც ბოსტონ სელტიკსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაუპირისპირდნენ, სადაც სელტიკსი ცდილობდა ისტორიაში მე-17 ტიტულს დაუფლებოდა და მიაღწია კიდევაც საწადელს, მის დიდ სამეულთან ერთად: პოლ პირსირეი ალენი და კევინ გარნეტი.

2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრები გამოვიდა ბევრი მოდერნიზებული ერის სუპერ ვარსკვლავთან ერთად: კობი ბრაიანტილებრონ ჯეიმსიდუეინ უეიდიდუაიტ ჰოვარდიჯეისონ კიდიდერონ უილიამსიკრის ბოშიკრის პოლი და კარმელო ენტონი. ამ გუნდმა კი შეძლო კვლავ ოქროს მედლის მოპოვება.

2009 წელს, ლოს-ანჯელეს ლეიკერსი კობი ბრაიანტთან ერთად კვლავ დაბრუნდა NBA ფინალში, სადაც ამჯერად დუაიტ ჰოვარდი დაამარცხეს, რომელიც ორლანდო მეჯიკს ლიდერობდა.[13] კობი ბრაიანტმა პირველად მოიგო ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო ონილთან მეწყვილეობის შემდეგ, ეს კი მას შემდეგ რაც 13 სეზონის მანძილზე ლიდერობდა გუნდს.[14]

2010 წლის NBA All Star ჩატარებული იქნა Cowboys Stadium-ზე, პირველად ისტორიაში უამრავი მაყურებლის წინაშე (108 713).[15] სეზონის დასასრულს, ისტორიის №1 მეტოქეობა კვლავ შედგა ფინალში და სარეკორდ მაჩვენებლით მე-12-ჯერ. ლეიკერსმა მე-7 თამაშში შეძლო 83-79 გამარჯვება.[16] სანამ 2010-11 წლის სეზონი დაიწყებოდა, NBA-ში ზაფხულში თავისუფალ აგენტებად იმდენი ვარსკვლავი კალათბურთელი იყო, რომ ისტორიაში ანალოგიური რამ არ მომხდარა. მათ შორის ორი მათგანის აყვანა მაიამი ჰიტმა მოახერხა – ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში. სეზონი კულმინაცია – სუპერ ფინალი კი 2006 წლის ფინალის გადათამაშება იყო, სადაც ერთმანეთს მაიამი ჰიტი თავის 3 სუპერ-ვარსკვლავით შეხვდა დალას მევერიქსს, რომელსაც დირკ ნოვიცკი ლიდერობდა, საბოლოოდ კი ნოვიცკიმ ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს მოპოვება შეძლო, სერია კი დალასელებმა 6 თამაშში დაამთავრეს და გამარჯვებულები გამოვიდნენ, რად მევერიქსისთვის პირველი ტიტული გამოდგა ისტორიაში. სხვა ვეტერანებისთვის როგორებიც არიან შაუნ მერიონი, ჯეისონ კიდი და ჯეისონ ტერი ეს ტიტული პირველი იყო ისევე როგორც დირკ ნოვიცკისთვის.

2011 წლის 1 ივლისს, NBA-მ ისტორიაში მეორე გაფიცვა (lockout) გამოაცხადა.[17] რამდენიმე კვირა სეზონი არ დაიწყო, რადგან გუნდის მფლობელები და მოთამაშეები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, ოდნავ მოგვიანებით კი ყველაფერი დალაგდა, 2011 წლის 8 დეკემბერს შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს, სეზონი კი კვლავ შემცირდა და 82 თამაშის მაგივრად თითოეულმა გუნდმა 66 მატჩი ჩაატარა.[18]

ტრავმებით სავსე გამოდგა შემოკლებული 66 მატჩიანი 2011-12 წლების სეზონი, რადგან გუნდებს ძალიან მჭიდრო გრაფიკში მოუწიათ თამაში. სეზონი 25 დეკემბერს დაიწყო და პირველი ტური მეტად საინტერესო წყვილებმა გახსნეს, ბოსტონ სელტიკსი 104-106 ნიუ-იორკ ნიქსიჩიკაგო ბულზი 88-87 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, და ყველაზე დიდ ინტერესს, NBA 2010-11 წლის ფინალისტებს შორის თამაში იწვევდა, სადაც მაიამი ჰიტი და დალას მევერიქსი დაუპირსპირდნენ ერთმანეთს დალასში, თამაში კი 105-94 მოიგო ჰიტმა. წინა წლის სეზონის მსგავსად, ამჯერადაც პლეი-ოფში პირველ ნომრად გასული ჩიკაგო ბულზი გამოვარდა პირველივე რაუნდიდან ფილადელფია სიქსერსის მიერ. ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში მაიამი ჰიტი, სადაც ამჯერად მას ახალგაზრდა შემადგენლობით დაკომპლექტებული ოკლაჰომა-სიტი თანდერი შეხვდა, ჰიტმა კი ამჯერად შეძლო სერიის 4-1 გამარჯვება.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started