გუნდები

1946 წელს დაწყებული NBA მოიცავდა 11 გუნდს, მას შემდეგ ზოგი გუნდი დაემატა, ზოგი გუნდი გაუქმდა, ზოგმაც ქალაქი შეიცვალა და ახალი სახელით მოგვევლინა და საბოლოოდ ამჟამად ლიგაში 30 გუნდია. აქედან 29 გუნდი აშშ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე. ბოსტონ სელტიკსი არის ამჟამად ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელმაც არსებობის მანძილზე 17 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ყველაზე წარმატებულ გუნდად კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ითვლება, რომელსაც საბოლოოდ 16 ჩემპიონის ტიტული ეკუთვნის (11 როგორც ლოს-ანჯელესი და 5 როგორც მინეაპოლისი). ლეიკერსის შემდეგ კი მოდის ჩიკაგო ბულზი, რომელსაც 6 ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, ეს 6 ტიტული კი 8 წლის მანძილზე შეაგროვა 1990 წლიდან მოყოლებული. ასევე აღსანიშნავია სან-ანტონიო სპურსი, რომელმაც 1999 წლიდან მოყოლებული 4 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ლიგები

დივიზიონი

გუნდები

NBA-ში სულ 15 გაუქმებული გუნდია. ანდერსონ პეკერსი, პირველი დენვერ ნაგეტსიინდიანაპოლის ჯეტსიშებოიგენ რედ სკინსი და ვატერლოო ჰოუქსი სანამ NBA-ში გადავიდოდნენ, NBL-ში თამაშობდნენ,[28][29] მაშინ როდესაც ბალტიმორ ბულეტსი თამაშობდა ამერიკის საკალათბურთო ლიგაში, სანამ NBA-ს შეუერთდებოდა.[30] 15 გაუქმებული გუნდიდან, 9 მათგანს მხოლოდ NBA-ში აქვს ნათამაშები. პეკერსი, რედ სკინსი და ჰოუქსი ნაციონალურ პროფესიონალურ საკალათბურთო ლიგაში გადავიდნენ და წარმოადგენენ მხოლოდ იმ გაუქმებულ გუნდებს, რომლებმაც ლიგა დატოვეს და სხვა ლიგაში გადავიდნენ.[31] ბულეტსი უკანასკნელი გაუქმებული გუნდი იყო, რომელმაც NBA 1954-55 წლების სეზონში დატოვა და ამავე დროს ერთადერთი გუნდია, რომელმაც NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო. ჩიკაგო სტეგსიინდიანაპოლის ოლიმპიანსიკლივლენდ რებელსი, პეკერსი და რედ სკინსი პლეი-ოფში ყოველ წელს გადიოდნენ, როდესაც ლიგაში აქტიურები იყვნენ. გაუქმებული გუნდების ქალაქებიდან, ჩიკაგოკლივლენდიდენვერიდეტროიტიინდიანაპოლისიტორონტო და ვაშინგტონი არიან მხოლოდ ის ქალაქები, რომლებსაც ამჟამად კვლავ ჰყავთ NBA-ში გუნდები.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started