ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30 გუნდისგან შედგება. აქედან 29 გუნდი აშშ-ის, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს. მოთამაშეების საშუალო მაჩვენებლით, NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან.[1]

ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, სახელწოდებით ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (Basketball Association of America – BAA).[2] 1949 წელს, როდესაც BAA და უფრო ადრე შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) გაერთიანდა, ლიგამ სახელი შეიცვალა და დღემდე წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია“ (NBA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკშიმეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ-ტაუერში. NBA-ის გასართობი ცენტრი და NBA-ის სატელივიზიო სტუდიები განთავსებულია სიკაკუსშინიუ-ჯერსის შტატში

National Basketball Association logo.png

ისტორია

ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) 1946 წელს ყინულის ჰოკეის არენების მფლობელების მიერ შეიქმნა. 1946 წლის 1 ნოემბერს, ტორონტოში ონტარიოს შტატშიკანადაში პირველი მატჩი შედგა, რომელზეც „ტორონტო ჰასკისმა“ „ნიუ-იორკ ნიკერბოკერსს“ მეიფლ ლივზ გარდენში უმასპინძლა — ამჟამად ეს მოვლენა აღიარებულია, როგორც NBA-ის ისტორიაში პირველი მატჩი.[4] მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იმართებოდა პროფესიონალური შეხვედრები კალათბურთშიამერიკულ საკალათბურთო ლიგასა (ABL) და ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBL), BAA იყო პირველი, როდესაც მასშტაბური თამაში დასწრებით შედგა. 1948 წელს, ABL ფინალისტი „ბალტიმორ ბულეტსი“ გადავიდა BAA-ში და მოიგო ლიგის ტიტული, 1948 წლის NBL-ის ჩემპიონმა „მინეაპოლის ლეიკერსმა“ კი მოიგო 1949 წლის BAA ტიტული.

1949 წლის 3 აგვისტოს BAA და NBL გაერთიანდა და შეიქმნა ახალი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA).[5] ახალ ლიგას 17 წევრი გუნდი ჰყავდა, რომლებიც განაწილებული იყო დიდ და პატარა ქალაქებში.[5] შესაბამისად დიდ არენებზე და პატარა სავარჯიშო არენებზე. 1950 წელს NBA დავიდა 11 გუნდამდე; შემცირების პროცესი კი 1953-1954 წლებამდე გაგრძელდა, როდესაც ლიგა 8 გუნდამდე დავიდა. აღნიშნული 8 გუნდი („ნიუ-იორკ ნიქსი“„ბოსტონ სელტიკსი“„გოლდენ-სტეიტ უორიორსი“„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“„როალზი/კინგსი“„დეტროიტ პისტონსი“„ატლანტა ჰოუქსი“„ნეიშენალსი/სიქსერსი“) დღემდე რჩება ლიგაში. თანდათანობით, გუნდები პატარა ქალაქებიდან დიდ ქალაქებში გადადიოდნენ. „ჰოუქსი“ გადავიდა თრი-სიტიში (1951); „მილუოკი“ კი სენტ ლუისში (1955); „როიალზი“ როჩესტერიდან ცინცინატიში (1957); „პისტონსი“ ფორტ უეინიდან დეტროიტში (1957).

იაპონური წარმოშობის ამერიკელმა უატერუ მისაკამ დაამსხვრია NBA ფერების ბარიერი 1947-1948 სეზონში, როდესაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ რიგებში თამაშობდა, 1950 წელს კი აღიარებული იქნა NBA-ის წლის ინტეგრირებულ მოთამაშედ. ამ წელს მოხდა აფრო-ამერიკელების გადასვლა NBA რამდენიმე გუნდში. მათ შორის ჩაკ კუპერის „სელტიკსში“, ნათანიელ კლიფტონის — „ნიქსში“, ერლ ლოიდის — „კეპიტოლზში“. ამ პერიოდში „მინეაპოლის ლეიკერსს“ ჯორჯ მაიკენი ლიდერობდა, რომელმაც პირველი დინასტიის დროს 5 NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.[6] იმისათვის, რომ გუნდს არ გაეყვანა დიდი დრო და არ ჰქონოდა ბურთის ფლობის უფლება დიდი ხნით, 1954 წელს ლიგამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც თითოეულ გუნდს სასროლად 24 წამი მიეცა, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი უმალვე გადაეცემოდა მოწინააღმდეგეს.[7]

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started