1979 წელს ლიგამ დაამატა ABA-ს ინოვაცია 3-ქულიან ჩაგდების შესახებ, რაც ითვალისწინებდა, რომ მოთამაშეს თამაშის მსვლელობისას შეეძლო ჩაეგდო 3-ქულიანი, რაც ინიციატორების აზრით თამაშს უფრო ღიას გახდიდა. იმავე წელს, „ბოსტონ სელტიკსს“ ახალბედა ლარი ბირდი შეუერთდა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ კი მეჯიკ ჯონსონი, რომლის თამაშებმაც გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ მსოფლიოში. 1984 წელს მათ პირველად ითამაშეს NBA-ის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ ჯონსონმა შეძლო მისი ლიდერობით გუნდს 5 NBA-ის ტიტული მოეგო, ხოლო ბირდმა კლუბისთვის 3 ტიტულის მოტანა შეძლო. 1980-იანი წლების დასაწყისში, NBA-ის კვლავ დაემატა ერთი გუნდი — „დალას მევერიქსი“ და გუნდების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. მოგვიანებით, ლარი ბირდმა 3-ქულიანი შეჯიბრი მოიგო. ახლანდელმა რწმუნებულმა — დევიდ სტერნმა თანამდებობა 1984 წლის 1 აპრილს დაიკავა და მას დღემდე ინარჩუნებს. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნისას NBA მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებულ საკალათბურთო ლიგად და ერთ-ერთ ყველაზე წარამტებულ სპორტულ ლიგად ჩამოყალიბდა.
1984 წელს ლიგას მაიკლ ჯორდანი შემოუერთდა „ჩიკაგო ბულზში“, რამაც ლიგა უფრო მეტად პოპულარული გახადა. საბოლოოდ ამ პოპულარობამ გამოიწვია უფრო მეტი ქალაქის სურვილი, რომ საკუთარი გუნდი ჰყოლოდათ. 1988 და 1989 წლებში, 4 გუნდი: „შარლოტ ჰორნეტსი“, „მაიამი ჰიტი“, „ორლანდო მეჯიკი“ და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ შემოუერთდნენ ლიგას და ჰქონდათ NBA დებიუტი, გუნდების რაოდენობა კი ლიგაში უკვე 27 გახდა. 1990 წლების პირველ წელს, „დეტროიტ პისტონსმა“ შეძლო მოეგო ზედიზედ ჩემპიონის 2 ტიტული, გუნდს კი ჩაკ დელი და ისაია თომასი ლიდერობდნენ. ჯორდანი და სკოტი პიპენი კი „ჩიკაგო ბულზს“ ლიდერობდნენ და მოახერხეს 2-ჯერ მოეგოთ ზედიზედ 3 ჩემპიონის ტიტული. ჰაკიმ ოლეიუონი კი „ჰიუსტონ როკეტსს“ ლიდერობდა და 1994 და 1995 წლებში მოეგო.
1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „ოცნების გუნდმა“ შეძლო ოქროს მედლის მოგება, გუნდში, სადაც ერთად იყვნენ თავმოყრილი: მაიკლ ჯორდანი, ლარი ბირდი, მეჯიკ ჯონსონი, დევიდ რობინსონი, პატრიკ იუინგი, სკოტი პიპენი, კლაიდ დექსტერი, კარლ მელოუნი, ჯოტ სტოკტონი, კრის მულინი, ჩარლზ ბარკლი და კრისტიან ლეტნერი.
1995 წელს NBA-ს დაემატა ორი კანადური გუნდი, — „ვანკუვერ გრიზლი“ და „ტორონტო რაპტორსი“. 2001 წელს კი ვანკუვერ გრიზლი გადავიდა მემფისში, სახელიც შესაბამისად „მემფის გრიზლი“ დაირქვა, ხოლო ტორონტო რაპტორსი კი დარჩა ერთადერთ კანადურ გუნდად NBA-ში. 1996 წელს NBA-მ შექმნა ქალთა ლიგა — ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (WNBA). 1998 წელს, NBA-ში დაიწყო ე.წ. „გაფიცვები“ (lockout), რომელიც საბოლოოდ 191 დღეს გაგრძელდა და მხოლოდ 1999 წლის 18 იანვარს შეწყდა. გაფიცვამ კი შედეგად ის მოიტანა, რომ 1998-99 წლის რეგულარული სეზონი 82 თამაშიდან ჩამოყვანილი იქნა 50 თამაშამდე, ხოლო NBA-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა კი გაუქმებულ იქნა. „სან-ანტონიო სპურსმა“ შეძლო მოეგო ჩემპიონის პირველი ტიტული ისტორიაში, რითაც ასევე გახდა პირველი და ყოფილი ABA ლიგის წარმომადგენელი, რომელმაც ეს შეძლო; ფინალში მან „ნიუ-იორკ ნიქსი“ დაამარცხა, ხოლო „ნიქსი“ თავის მხრივ პირველი გუნდი იყო, რომელმაც რეგულარულ სეზონში დაკავებული მე-8 ადგილით შეძლო NBA-ის ფინალში გასვლა.