რეგულარული სეზონი

საზაფხულო შესვენების შემდეგ, სექტემბრის მიწურულს გუნდები უკვე იკრიბებიან, რათა ვარჯიშები განაახლონ. ვარჯიშის ძირითადი მონაწილე სამწვრთნელო შტაბი და ღირებული მოთამაშეები (განსაკუთრებით ახალბედები), ასევე აკვირდებიან გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხდება მომზადება მოთამაშეების გრძელვადიანი რეგულარული სეზონისთვის, სადაც წარდგენილი უნდა იყოს 12 აქტიური მოთამაშე და 3 არააქტიური, რომლითაც რეგულარული სეზონი დაიწყება. გუნდებს შესაძლებლობა აქვთ გადმოიყვანონ კალათბურთელები, რომელსაც 2 წელზე ნაკლები აქვთ NBA გამოცდილება. ვარჯიშების შემდეგ იწყება პრე-სასეზონო თამაშები, სადაც ძირითადად ერთი შტატის ან ახლო შტატის გუნდები ატარებენ ამხანაგურ მატჩებს. NBA რეგულარული სეზონი კი ოქტომბრის ბოლო კვირაში იწყება.

რეგულარული სეზონის განმავლობაში, თითო გუნდი 82 მატჩს ატარებს, თითოეული მათგანი 41 მატჩს შინ და 41 მატჩს გასვლაზე. გუნდი თავის დივიზიონის მოწინააღმდეგეს რეგულარული სეზონის განმავლობაში 4-ჯერ ხვდება (16 მატჩი სულ). ასევე, თითო გუნდი ატარებს 6 შეხვედრას სხვა 2 დივიზიონში, რომლებიც იმავე კონფერენციაში არიან 4-ჯერ (სულ 24 მატჩი), ხოლო 4 გუნდთან კი 3 მატჩს (12 თამაში). საბოლოოდ თითო გუნდი 2-ჯერ თამაშობს მეორე კონფერენციის წარმომადგენლებთან (სულ 30 მატჩს). ხუთ სეზონზე მეტს თითო გუნდი თამაშობს 80 თამაშს მის დივიზიონის მოწინააღმდეგესთან (20 თამაშს თითო მეტოქესთან, 10 სახლში და 10 გასვლაზე), ხოლო დანარჩენ იმავე კონფერენციის წამომარდგენლებთან კი 180 მატჩს (18 მატჩს თითო მათგანთან, 9 შინ და 9 გასვლაზე). რაც შეეხება მეორე კონფერენციას, მათ წარმომადგენლებთან 150 მატჩს ატარებს (10 მატჩს თითოეულთან, 5 შინ და 5 გასვლაზე).

2008 წელს, NBA გახდა იმ ორი წარმომადგენელს შორის „დიდი ოთხეულიდან“ ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის რეგულარული სეზონის დროს, ნებისმიერი გუნდი თამაშობს ყველა სხვა გუნდის წინააღმდეგ (მეორე ასეთი ლიგა არის NHL). ყველა გუნდი სულ ცოტა ერთხელ იღებს მეტოქეს და ასევე ერთხელ სტუმრობს ამავე მეტოქეს ყოველ სეზონში. 2008 წლამდე რამდენიმე სეზონით ადრე, NBA იყო ერთადერთი ლიგა, რომელშიც ერთი გუნდი ყველას წინააღმდეგ თამაშობდა.

NBA არის ერთადერთი ლიგა, რომლის გრაფიკი გაწერილია შობის დღესასწაულზეც.[32] ლიგა ატარებდა მატჩებს რეგულარულად ნებისმიერ დღესასწაულზე 1947 წლიდან მოყოლებული,[33] თუმცა შობის დღეს ჩატარებული მატჩი არ იყო ნაჩვენები ტელევიზიით 1983-84 წლამდე.[34] ამ დღეს საერთოდ დანიშნულია ისეთი შეხვედრა, რომელიც დიდ ინტერესსა და მეტოქეობას იწვევს როგორც გუნდებს, ისე ინდივიდუალურად მოთამაშეებს შორის.[32][33][34] ამ დღეს ჩატარებული მატჩები შეფასებულია მაღალი რეიტინგით მთლიანი რეგულარული სეზონის განმავლობაში.[33][34]

თებერვალში რეგულარულ სეზონში შესვენება ხდება, ყველა თამაში ჩერდება და ყველა ელოდება NBA All Star თამაშს. გულშემატკივრები აშშსა და კანადის ტერიტორიაზე ინტერნეტის საშუალებით აძლევენ ხმას. რომელი კალათბურთელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, იმ პოზიციაზე იქნება თამაშში დამწყები NBA All Star თამაშისას. ასევე, მწვრთნელებს ეძლევათ საშუალება ხმა მისცენ დანარჩენ 14 მოთამაშეს. ამის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის მოთამაშეები უპირისპირდებიან აღმოსავლეთ კონფერენციის მოთამაშეებს. მოთამაშე, რომელიც საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს და გამოსაჩენი პიროვნება იქნება მატჩში, მიიღებს მატჩის MVP ჯილდოს; All Star შესვენების დროს, ამ მატჩამდე არის სხვადასხვა შეჯიბრებები, სადაც ახალბედები იმათ წინააღმდეგ თამაშობენ, ვინც NBA-ში უკვე მეორე სეზონს ატარებენ; ასევე შესაძლებლობების შეჯიბრი, სადაც მონაწილეებმა უნდა აჩვენონ სროლის, პასის გადაცემის და დრიბლინგის ყველაზე სწრაფი დრო; ასევე 3 ქულიანის შეჯიბრება, სადაც მონაწილემ განკუთვნილ დროში ყველაზე მეტჯერ უნდა ჩააგდოს 3 ქულიანი ნასროლი განკუთვნილი პოზიციებიდან; და რაღა თქმა უნდა „NBA ჩატენვის“ (NBA Slam Dunk) შეჯიბრება, სადაც მოთამაშეები ცდილობენ ყველაზე გასართობი და თვალშისაცემი ჩატენვა განახორციელონ კალათში ბურთის, გამარჯვებულს კი ამჯერად ხალხი მესიჯების წყალობით ირჩევს;

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started