სელტიკის დომინირება ლიგის გაფართოება

1957 წელს ახალბედა ბილ რასელი „ბოსტონ სელტიკსს“ შეუერთდა, რომელმაც გარდ ბობ ქასისთან ერთად თამაში დაიწყო, მწვრთნელის რანგში კი რედ ორბეხი იმყოფებოდა. ამ სამმა ლიდერობა გაუწია გუნდს, რათა ჩემპიონის 11 ტიტული მოეპოვებინათ 13 სეზონის მანძილზე. ცენტრი — უილტ ჩემბერლენი ლიგას 1959 წელს შემოუერთდა, კერძოდ კი „ფილადელფია უორიორსს“ და 1960-იან წლებში უამრავი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა, მათ შორის ერთ თამაშში შეძლო 100 ქულის მოგროვება და 55 მოხსნის მითვლა. რასელის და ჩემბერლენის მეტოქეობა ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება გახდა მთლიანად ამერიკული სპორტის ისტორიაში.

1960-იანი წლებიც „ბოსტონ სელტიკსი“ დომინირების პერიოდი გამოდგა, რომელსაც კვლავ რასელი, ქასი და ორბეხი ლიდერობდნენ. „ბოსტონმა“ 8 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო ზედიზედ, 1959-1966 წლებში. გამარჯვებების ეს სერია ყველაზე დიდი სერიაა NBA-ის მთელს ისტორიაში. მათ ვერ შეძლეს 1966-67 წლების სეზონში გამარჯვება, თუმცა მომდევნო 2 სეზონში (1967-68 და 1968-69) კვლავ დაიბრუნეს ჩემპიონის ტიტული. საბოლოოდ, 1960-იან წლებში, მთელი ათი წლის განმავლობაში გამარჯვებულის ბანერი მათ 9-ჯერ შევხდათ.[8]

ამ პერიოდის განმავლობაში, NBA განაგრძობდა გაძლიერებას და მოხდა შემდეგი ცვლილებები: „მინეაპოლის ლეიკერსი“ გადავიდა ლოს-ანჯელესში„ფილადელფია უორიორსი“ გადავიდა სან-ფრანცისკოში„სირაკუს ნეიშენალსი“ გადავიდა ფილადელფიაში და სახელად „ფილადელფია სიქსერსი“ დაერქვა; „სენტ-ლუის ჰოუქსი“ გადავიდა ატლანტაში„ჩიკაგო პეკერსი“ (ამჟამად „ვაშინგტონ უიზარდსი“) 1961 წელს გახდა მე-9 გუნდი NBA-ში; 1966-1968 წლებში ლიგა 9 გუნდიდან 14 გუნდამდე გაიზარდა, და დაემატნენ „ჩიკაგო ბულზი“„სიეტლ სუპერსონიქსი“„სან-დიეგო როკეტსი“ (რომელიც 4 წელში გადავიდა ჰიუსტონში), „მილუოკი ბაქსი“ და „ფინიქს სანსი“.

1967 წელს, ლიგა ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის (ABA) მსგავსად ახალი ფორმატით წარდგა, რამაც უფრო გაამძაფრა ამ ორი ლიგის ერთმანეთში მეტოქეობა, თუმცა NBA-ს ჰქონდა ვარსკვლავების ძლიერი სკოლა, საიდანაც წამოვიდა კარიმ აბდულ-ჯაბარი. აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ის ქულების ლიდერი რიკ ბერი გადავიდა ABA-ში, ისევე როგორც 4 ვეტერანი მსაჯი — ნორმ დრაკერი, ირლ სტრომი, ჯონ ვანაკი და ჯოუ გაში.[9]

1969 წელს ალან სიგელმა, რომელმაც ერთი წლით ადრე შექმნა ბეისბოლის მთავარი ლიგის ლოგო (MLB), ამჯერად MLB-ს მსგავსი მოდერნიზებული NBA-ის ლოგო შექმნა. ლოგოს გამოსახულება ლეგენდარულ ჯერი ვესტს ჰგავდა, თუმცა ოფიციალურმა მხარემ ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ არ სურდა ლოგო რაიმე ინდივიდუალურთან ყოფილიყო კავშირში, უბრალოდ სურვილი იყო უფრო კლასიკური და ადვილად მისახვედრი ლოგო ჰქონოდათ. ასევე დაამატეს, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული პიროვნების საიდენტიფიკაციო ლოგო შეექმნათ.[10][11]

1970-იან წლებში ABA-მ წარმატებით შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარსკვლავის გადაბირება, მათ შორის იულიუს ირვინგის. ამ პერიოდში NBA კვლავ განაგრძობდა დიდ ქალაქებში გადასვლას და საბოლოოდ 1966 წლიდან 1974 წლამდე, გუნდების რაოდენობა 9-იდან 18-მდე გაიზარდა. 1970 წელს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“„კლივლენდ კავალიერსი“ და „ბუფალო ბრეივზი“ შეუერთდნენ ლიგას, როდესაც რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.[12] „ნიუ-ორლეან ჯაზი“ კი ლიგას 1974 წელს შეუერთდა და გუნდების რაოდენობა 18-მდე გაზარდა. 1976 წლის შემდგომ პერიოდში ლიგამ წარმატებას მიაღწია და დამატებით 4 გუნდი გადმოიყვანა ABA-დან, რითაც გუნდების რაოდენობა 18-იდან 22-მდე გაიზარდა. ეს გუნდები იყვნენ „სან-ანტონიო სპურსი“„დენვერ ნაგეტსი“„ინდიანა პეისერსი“ და „ნიუ-იორკ ნეტსი“. ამ პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე ვარსკვლავიც — კარიმ აბდულ-ჯაბარირიკ ბერი, დეივ ქოვენსი, იულიუს ირვინგი, ელვინ ჰეიესი, უოლტ ფრეზიერიმოსის მელოუნი, არტის გილმორი, ჯორჯ ჯერვინი, დენ ისელი და პიტ მერავიჩი. ამავე პერიოდში ასევე ადგილი ჰქონდა სატელევიზიო რეიტინგის დაცემას, მატჩებზე ნაკლებ დასწრებას, ისევე როგორც მოთამაშეების მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, რასაც NBA მარცხისკენ მიჰყავდა.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started