სხვა განვითარებები

2001 წელს მოკავშირე მეორე ლიგას, რომელსაც ნაციონალური საკალათბურთო განვითარების ლიგა ერქვა, სახელი შეეცვალა და NBA განვითარების ლიგა (ან D-ლიგა) ეწოდა.[19] სანამ ლიგა დაიწყებოდა, ძალიან დიდი ლაპარაკი მიდიოდა იმის შესახებ, რომ NBA იყიდდა CBA-ს, და დაარქმევდა მათ განვითარების ლიგას. კონტინენტალური საკალათბურთო ასოციაცია მეორე მოკავშირე ლიგა იყო და არსებობდა წლების მანძილზე. NBA-ს მოთამაშეების 20% დროს ამ ლიგაში ატარებდნენ, ხოლო 143 მოთამაშე ამ ლიგიდან გამოძახებული იქნა NBA-ში.

2004 წელს, მას შემდეგ რაც ჰორნეტსი გადავიდა ნიუ-ორლეანში, NBA ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნდა, როდესაც დამატებით გუნდად ლიგას 30-ე გუნდი – შარლოტ ბობკეტსი შეემატა.

2005 წელს, ჰორნეტსი 2 სეზონით ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა, რადგან ქარიშხალ კატრინას ზიანი დიდი იყო ნიუ-ორლეანში. 2007 წელს, ჰორნეტსი დაბრუნდა ნიუ-ორლეანში.

2006 წლის 28 ივნისს, წარდგენილ იქნა ახალი ოფიციალური მატჩის ბურთი 2006-07 წლების სეზონებისთვის. ეს ცვლილება პირველი იყო უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში და მეორე ბურთი 60 სეზონის განმავლობაში.[20] ახალი ბურთი შექმნა სპოლდინგის (Spalding) ფირმამ, რომელმაც ახალი დიზაინი და ახალი სინთეტიკური მატერიისგან უფრო უკეთესად გამოყენებადი, უკეთ შესაგრძნობი ბურთი შექმნა ვიდრე ეს მანამდე იყო. მაგრამ ბევრი მოთამაშე ამ ბურთს უარყოფითად ახასიათებდა და აცხადებდა, რომ იგი ძალიან კრობადი იყო, როცა ის მშრალი იყო, ხოლო როდესაც სველდებოდა, ხელში ძალიან ცურავდა.

2006 წლის 11 დეკემბერს, რწმუნებულმა სტერნმა განაცხადა, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან, NBA დაიბრუნებდა ტრადიციულ ტყავის ბურთს, 2006-07 წლების სეზონისთვის. ეს ცვლილება გამოწვეული იყო მოთამაშეების ხშირი ტრავმებისგან (ჭრიდა ხელს), რომელსაც მიკროფიბირული ბურთი იწვევდა.[21] მოთამაშეების ასოციაცია NBA-ს ახალი ბურთისა და ახალი ფორმების წინააღმდეგ გამოვიდა.[22] 2006 წლიდან მოყოლებული NBA გუნდების მაისურების შეკერვაზე Adidas-ი იზრუნებდა, რომელსაც Reebok-ი ჩაანაცვლა.

2008 წლის 2 ივლისს გამოცხადდა, რომ სიეტლ სუპერსონიქსი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდოდა. ოკლაჰომა-სიტი თანდერმა ახალი სახელით თამაში 2008-09 წლების სეზონიდან დაიწყო.

2008 წლის 11 ოქტომბერს, ფინიქს სანსის და დენვერ ნაგეტსის მატჩი ჩატარდა პირველად ღია ცის ქვეშ, რაც ახალი მოდერნიზირებული ერის დასაწყისი იყო NBA-ში. მატჩი Indian Wells Tennis Garden-ში შედგა.[23]

2009 წლის 1 სექტემბერს, NBA-სა და მსაჯებს შორის კონტრაქტს ვადა ამოეწურა, რამაც მსაჯების გაფიცვა გამოიწვია. 2009 წლის 1 ოქტომბერს, პირველი პრე-სეზონის მატჩში მსაჯობის როლი ითავსეს WNBA და NBA განვითარების ლიგის მსაჯებმა. ანალოგიური მსაჯების ჩანაცვლება მოხდა 1995-96 წლების სეზონში.[24] NBA-მ და რეგულარულმა მსაჯებმა შეთანხმებას 2009 წლის 23 ოქტომბერს მიაღწიეს.[25]

2011 წელს, პირველი ოფიციალური NBA ლიგის მატჩი ჩატარდა ევროპის მიწაზე. ნიუ-ჯერსი ნეტსი და ტორონტო რაპტორსი ერთმანეთს ლონდონში O2 არენაზე შეხვდნენ 20 000 გულშემატკივრის თვალწინ.

2011 წლის ივლისში, NBA-მ ლიგის 114 თანამშრომელი გაუშვა (დაახლოებით 11% მთლიანი ლიგის ოფისის თანამშრომლებისა), რათა დაეზოგა თანხები.[26]

2011-12 წლების სეზონი, რომლის დაწყებაც დაგეგმილი იყო 2011 წლის 1 ნოემბერს მოქმედ ჩემპიონ დალას მევერიქსა და ჩიკაგო ბუზლს შორის, დიდი კამათის შედეგად გადატანილი იქნა. ლოკაუტი ოფიციალურად 2011 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, როდესაც მოთამაშეებმა და მფლობელებმა კონტრაქტების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ სეზონი შობის დღეს დაიწყო.

2012 წლის 30 აპრილს, ნიუ-ჯერსი ნეტსმა ოფიციალურად შეიცვალა სახელი და ბრუკლინ ნეტსი გახდა. 2012-13 წლების სეზონიდან ისინი ნიუ-იორკ სიტის ქალაქ ბრუკლინში ითამაშებენ.

2012 წლის ოქტომბერში, NBA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაიწყებდა მოთამაშეების დაჯარიმებას, სიმულიანტობის შემთხვევაში.[

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started