NBA-ის პლეი-ოფი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი შედგება საუკეთესო შვიდ მატჩიანი სერიისგან, რომელშიც მონაწილეობას იღებს 16 გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციიდან და დასავლეთი კონფერენციიდან (რომელსაც 1970 წლამდე დივიზიონები ერქვა), სადაც საბოლოოდ ირკვევა 4 გუნდი, რომლებიც კონფერენციის ფინალებში თამაშობენ.

სექციების სია

ფორმატი

NBA-ის ახლანდელი პლეი-ოფის ფორმატი 2006 წლის 3 აგვისტოს განახლდა. NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, 8 გუნდი გადის ყოველი კონფერენციიდან, რომლებიც ერთმანეთს ერთიდან რვამდე უპირისპირდებიან ერთმანეთს.

3 დივიზიონის გამარჯვებული გუნდები იკავებენ მოწინავე პოზიციებს კონფერენციიდან გამსვლელებში. 3 ჩემპიონთან ერთად, მეოთხე გუნდი, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება (თუნდაც რომელიმე დივიზიონის გამარჯვებულზე) იკავებს შესაბამისად 1-4 ადგილს. ეს გარანტიას აძლევს დივიზიონის გამარჯვებულს, რომ ის ყველაზე მაქსიმუმ მე-4 ადგილს დაიკავებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ კონფერენციების საუკეთესო ორი გუნდი, რომლებსაც საუკეთესო შედეგი ექნებათ, აღნიშნულია როგორც ორ ტოპ გუნდად. მიუხედავად ამისა, NBA არ ახდენს ადგილების გადანაცვლებას, რადგან საშინაო არენის უპირატესობა ეძლევა ისეთ გუნდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი ჰქონდა, და არა რომელი უფრო საუკეთესო პოზიციით გავიდა.

ორი ან მეტი გუნდის ფრედ ყოფნის შემთხვევაში, საუკეთესო შედეგს ინაწილებს გუნდი შემდეგი სახით:

ორი გუნდის ფრის შემთხვევაში:

  1. დივიზიონის გამარჯვებული (ეს კრიტერიუმი არის იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  2. საუკეთესო შედეგი პირად შეხვედრებში
  3. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი დივიზიონში (თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  4. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი კონფერენციაში
  5. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი პლეი-ოფში იმ გუნდთან, რომელიც მის კონფერენციაშია (ასევე შედის ფრის შემთხვევაშიც)
  6. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი პლეი-ოფში იმ გუნდთან, რომელიც მეორე კონფერენციაშია (ასევე შედის ფრის შემთხვევაშიც)

სამი გუნდის ფრის შემთხვევაში:

  1. დივიზიონის გამარჯვებული (ეს კრიტერიუმი არის იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  2. საუკეთესო შედეგი პირად შეხვედრებში სამივე გუნდს შორის
  3. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი დივიზიონში (თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  4. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი კონფერენციაში
  5. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი პლეი-ოფში იმ გუნდთან, რომელიც მის კონფერენციაშია (ასევე შედის ფრის შემთხვევაშიც)
  6. მაღალი ქულების სხვაობა რომელიც ჩააგდო და რომელიც ჩაუგდეს

ეს პოზიციები განკუთვნილია იმისთვის, რომ შეიქმნას პლეი-ოფის მატჩები. როდესაც პლეი-ოფი დაიწყება, ეს უკვე შესწორებულია და გუნდები აღარ შეიცვლიან ადგილს, განსხვავებით NHL-ისა, როდესაც ძლიერი კლუბი ხვდება ყველაზე სუსტ კლუბს. NBA-ის პირველი რაუნდი ან კონფერენციის 1/4 ფინალი შედგები 4 წყვილისგან, რომლებიც დაფუძნებულია გუნდების კონფერენციაში დაკავებული პოზიციაზე (1-8, 2-7, 3-6, 4-5). ამ 4 წყვილიდან გამარჯვებული მხოლოდ 4 გუნდი რჩება, რომლებიც გადიან მეორე რაუნდში, ან კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც 1-8 ადგილებში გამარჯვებული ხვდება 4-5 ადგილებში გამარჯვებულს, ხოლო 2-7 გამარჯვებული კი 3-6 გამარჯვებულს. ამ ორი წყვილიდან გამარჯვებული კი გადის მესამე რაუნდში ან კონფერენციის ფინალში.

ყოველი რაუნდი შედგება შვიდ საუკეთესო სერიისგან. სერიების ფორმატი 2-2-1-1-1 სახისაა, სადაც საშინაო არენის უპირატესობიანი გუნდი თამაშობს 1, მე-2, მე-5 და მე-7 მატჩებს, ხოლო მათი მეტოქე კი მე-3, მე-4 და მე-6 მატჩებს ატარებს შინ. 5-7 მატჩები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება მოითხოვს. NBA-ის ფინალი ტარდება 2-3-2 ფორმატით, სადაც საშინაო არენის უპირატესობიანი გუნდი ატარებს 1, მე-2, მე-6 და მე-7 მატჩებს შინ, ხოლო მათი მეტოქე კი მე-3, მე-4 და მე-5 მატჩებს. საშინაო არენის უპირატესობა ყველა რაუნდში საუკეთესო შედეგით ან კონფერენციაში დაკავებული ადგილით წყდება.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started