ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის NBA All-Star მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდო გადაეცემა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე წევრს, რომელიც NBA All-Star მატჩში საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. ჯილდო 1953 წლიდან მოყოლებული გადაეცემა, რომელიც NBA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა ყოველ წელს გაეცა. ლიგამ ასევე გადაწყვიტა ძველი მატჩების MVP დაესახელებინა. ედ მაქლი და პოლ ერიზინი დასახელებული იქნენ 1951 და 1952 წლების გამარჯვებულად.[1] ხმის მიცემა ხდება მედიის წევრების მიერ,Continue reading “NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო”
Author Archives: giqorashviliblog
სელტიკის დომინირება ლიგის გაფართოება
1957 წელს ახალბედა ბილ რასელი „ბოსტონ სელტიკსს“ შეუერთდა, რომელმაც გარდ ბობ ქასისთან ერთად თამაში დაიწყო, მწვრთნელის რანგში კი რედ ორბეხი იმყოფებოდა. ამ სამმა ლიდერობა გაუწია გუნდს, რათა ჩემპიონის 11 ტიტული მოეპოვებინათ 13 სეზონის მანძილზე. ცენტრი — უილტ ჩემბერლენი ლიგას 1959 წელს შემოუერთდა, კერძოდ კი „ფილადელფია უორიორსს“ და 1960-იან წლებში უამრავი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა, მათ შორის ერთ თამაშში შეძლო 100 ქულის მოგროვება და 55 მოხსნის მითვლა. რასელის და ჩემბერლენის მეტოქეობა ერთ-ერთიContinue reading “სელტიკის დომინირება ლიგის გაფართოება”
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale de Basketball — FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (ევროპა, ამერიკა -სამი ქვეკომიტეტით, ოკეანია, აფრიკა, აზია) კომიტეტს. ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი. ფედერაციის ორგანოებია: კონგრესი, ცენტრალური ბიურო თავისი აღმასრულებელი კომიტეტით, გენერალური სამდივნო და კომისიები(ტექნიკური, ქალთა, საფინანსო, საორგანიზაციო, ჭაბუკთა, გოგონათა, იურიდიულიContinue reading “კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია”
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30 გუნდისგან შედგება. აქედან 29 გუნდი აშშ-ის, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს. მოთამაშეების საშუალო მაჩვენებლით, NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან.[1] ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, სახელწოდებით ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (Basketball Association of America – BAA).[2] 1949 წელს, როდესაც BAAContinue reading “ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია”
სხვა განვითარებები
2001 წელს მოკავშირე მეორე ლიგას, რომელსაც ნაციონალური საკალათბურთო განვითარების ლიგა ერქვა, სახელი შეეცვალა და NBA განვითარების ლიგა (ან D-ლიგა) ეწოდა.[19] სანამ ლიგა დაიწყებოდა, ძალიან დიდი ლაპარაკი მიდიოდა იმის შესახებ, რომ NBA იყიდდა CBA-ს, და დაარქმევდა მათ განვითარების ლიგას. კონტინენტალური საკალათბურთო ასოციაცია მეორე მოკავშირე ლიგა იყო და არსებობდა წლების მანძილზე. NBA-ს მოთამაშეების 20% დროს ამ ლიგაში ატარებდნენ, ხოლო 143 მოთამაშე ამContinue reading “სხვა განვითარებები”
პოპულარობის გაზრდა
1979 წელს ლიგამ დაამატა ABA-ს ინოვაცია 3-ქულიან ჩაგდების შესახებ, რაც ითვალისწინებდა, რომ მოთამაშეს თამაშის მსვლელობისას შეეძლო ჩაეგდო 3-ქულიანი, რაც ინიციატორების აზრით თამაშს უფრო ღიას გახდიდა. იმავე წელს, „ბოსტონ სელტიკსს“ ახალბედა ლარი ბირდი შეუერთდა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ კი მეჯიკ ჯონსონი, რომლის თამაშებმაც გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ მსოფლიოში. 1984 წელს მათ პირველად ითამაშეს NBA-ის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ ჯონსონმა შეძლო მისი ლიდერობითContinue reading “პოპულარობის გაზრდა”
ახალი ერა
მას შემდეგ, რაც 1998 წელს ჩემპიონ ჩიკაგო ბულზის შემადგენლობა დაიშალა, დომინირება დასავლეთ კონფერენციის ხელში გადავიდა, კერძოდ კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და სან-ანტონიო სპურსის, რომლებმაც ერთად 13 წლის მანძილზე 9 ფინალის მოგება შეძლეს. რაც შეეხება დასავლეთ კოფერენციას, ამ წლების მანძილზე ან ერთი გუნდი იგებდა, ან მეორე, გამონაკლისი კი 2006 და 2011 წელი იყო, როდესაც კონფერენცია დალას მევერიქსმა მოიგო. 1999 წელს სპურსს ტიმ დანკანი და დევიდ რობინსონი ლიდერობდნენ, როდესაც შეძლეს ჩემპიონობის მოგება, ხოლო ლეიკერსს კიContinue reading “ახალი ერა”
გუნდები
1946 წელს დაწყებული NBA მოიცავდა 11 გუნდს, მას შემდეგ ზოგი გუნდი დაემატა, ზოგი გუნდი გაუქმდა, ზოგმაც ქალაქი შეიცვალა და ახალი სახელით მოგვევლინა და საბოლოოდ ამჟამად ლიგაში 30 გუნდია. აქედან 29 გუნდი აშშ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე. ბოსტონ სელტიკსი არის ამჟამად ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელმაც არსებობის მანძილზე 17 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ყველაზე წარმატებულ გუნდად კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ითვლება, რომელსაცContinue reading “გუნდები”
რეგულარული სეზონი
საზაფხულო შესვენების შემდეგ, სექტემბრის მიწურულს გუნდები უკვე იკრიბებიან, რათა ვარჯიშები განაახლონ. ვარჯიშის ძირითადი მონაწილე სამწვრთნელო შტაბი და ღირებული მოთამაშეები (განსაკუთრებით ახალბედები), ასევე აკვირდებიან გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხდება მომზადება მოთამაშეების გრძელვადიანი რეგულარული სეზონისთვის, სადაც წარდგენილი უნდა იყოს 12 აქტიური მოთამაშე და 3 არააქტიური, რომლითაც რეგულარული სეზონი დაიწყება. გუნდებს შესაძლებლობა აქვთ გადმოიყვანონ კალათბურთელები, რომელსაც 2Continue reading “რეგულარული სეზონი”
კალათბურთი
კალათბურთი — გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით. 1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891 წლის დეკემბერს პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო. მოედანი, ბურთი, წესები კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15 მ. პირითი ხაზების შუაContinue reading “კალათბურთი”