NBA პლეი-ოფი იწყება აპრილის ბოლოსკენ, სადაც თითო კონფერენციიდან 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. 8 გუნდიდან პირველ 4 ადგილში განწესებულია 3 დივიზიონის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ 5 ადგილს კი საუკეთესო შედეგით დაკავებული გუნდი იპოვებს ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას.
პირველ რაუნდში პირველი ადგილით გასული გუნდი ხვდება მე-8 ადგილით გასულ გუნდს, მე-2 და მე-7, მე-3 და მე-6, მე-4 და მე-5 ადგილები გადანაწილდება შესაბამისად. რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილის დაკავება ნიშნავს რომ შეხვდები ყველაზე დაბალი ადგილით გასულ გუნდს, ასევე საუკეთესო მაჩვენებლით გასულ გუნდს აქვს საშინაო არენის უპირატესობა. მაგალითად, თუ მე-5 ადგილით გასულ გუნდს უკეთესი შედეგი აქვს ვიდრე მე-4 ადგილით გასულ გუნდს (თუმცა მე-4 ადგილოასნმა დივიზიონი მოიგო), ამ შემთხვევაში მე-5 ადგილოსანს ექნება არენის უპირატესობა. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის საუკეთესო მაჩვენებლიანი გუნდი, რომელმაც ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, ექნება ყოველთვის საშინაო არენის უპირატესობა. მაგალითისთვის დენვერ ნაგეტსმა 2006 წელს მოიგო 44 თამაში და ასევე მოიგო ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონი, ფლეი-ოფში კი მე-3 ადგილით გავიდა. მისი ოპონენტი მე-6 ადგილით გასული ლოს-ანჯელეს კლიპერსი იყო, რომელმაც 47 თამაში მოიგო და წყნარი ოკეანის დივიზიონი მე-2 ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დენვერმა უფრო სუსტ დივიზიონში შეძლო გამარჯვება და ესეთ პოზიციაზე დამთავრება, თუმცა კლიპერსს ერგო საშინაო არენის უპირატესობა და სერიის გამარჯვება 5 თამაშში შეძლო.
პლეი-ოფი არის ტურნირის ფორმატის. ყოველი გუნდი თამაშობს მოწინააღმდეგესთან „საუკეთესო 7“ სერიას, სადაც პირველი გუნდი, რომელიც შეძლებს 4 გამარჯვების მოპოვებას, გადის შემდეგ ეტაპზე, მოწინააღმდეგე კი ეთიშება ასპარეზობას. მეორე რაუნდში, წარმატებული გუნდი ეთამაშება იმავე კონფერენციაში ასევე პირველ რაუნდში წარმატებულად გადალახულ გუნდს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ ითამაშებს შინ, ასე გამოიყურება 2-2-1-1-1, ეს კი ნიშნავს რომ უმაღლესი შედეგით მყოფი გუნდი თამაშობს 1, მე-2, მე-5 და მე-7 თამაშებს შინ, ხოლო დაბალი შედეგით გასული გუნდი კი მე-3, მე-4 და მე-6 თამაშს. NBA ფინალში, კი გუნდები 2-3-2 თამაშობენ, ანუ ერთ-ერთი გუნდი ჩაატარებს საშინაო მატჩებს 1, მე-2, მე-6 და მე-7 თამაშებში, მაშინ როდესაც მეორე გუნდის საშინაო მატჩები იქნება მე-3, მე-4 და მე-5 თამაშებში. 2-3-2 წყობა უკვე 1985 წლიდან მოდის და დღემდე ძალაშია.
პლეი-ოფის ფინალური რაუნდი შედგება 7 მატჩიანი სერიისგან ორივე კონფერენციის გამარჯვებულს შორის, რომელიც ცნობილია როგორც NBA ფინალი, რომელიც ივნისში ტარდება. NBA ფინალში გამარჯვებული იგებს ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასს. გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშე და მნიშვნელოვანი წევრი, მათ შორის მწვრთნელები, გენერალური მენეჯერი იღებს ჩემპიონის ბეჭედს. ასევე ლიგის დაჯილდოებისას NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) იღებს ბილ რასელის ჯილდოს.
2006 წლის 2 აგვისტოს, NBA-მ გამოაცხადა ახალი პლეი-ოფის ფორმატი. ახალი ფორმატი ითვალისწინებდა სუსტი დივიზიონის უპირატესობას და ამიტომ 8 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა: კონფერენციის გამარჯვებული იკავებს პირველ ადგილს შესაბამისად მაგრამ 4-ეულში (შეიძლება მე-2 ადგილზე, შეიძლება მე-3 ადგილზე და შეიძლება მე-4 ადგილზე) გავიდეს ის გუნდი, რომელმაც დივიზიონი ვერ მოიგო მაგრამ სხვა დივიზიონის ჩემპიონებზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო. 2 ადგილს ასევე 2 სხვა დივიზიონის გამარჯვებული იკავებს. დანარჩენი 4 ადგილი კი საუკეთესო მაჩვენებელს რომელიც დააგროვებს, შესაბამისად ისინი გადიან.[37]
